ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, წევრი ქვეყნების ელჩების ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც თითოეული ქვეყნის დიპლომატი საუბრობს, რას ნიშნავს ევროპული ოჯახის წევრობა.
„ეს არის შესაძლებლობები ახალი თაობებისთვის“, – აღნიშნავს უნგრეთის ელჩი ვიდეომიმართვაში; „თავისუფალი, მშვიდობიანი, სოციო-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი რეგულაციების სივრცე“, – აცხადებს გერმანელი დიპლომატი; „სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები ყველასთვის“, ეს იყო დემოკრატიის კონსოლიდაცია“, – აგრძელებს ესპანეთის ელჩი; „მშვიდობა, კეთილდღეობა და გავლენა“ – დასძენს დანიელი დიპლომატი; „ჩვენი მშპ 450 მილიარდი ევროთი გაიზარდა“, – აღნიშნავს პოლონეთის ელჩი; „ჩვენ შევუერთდით ევროზონას და ამან მოგვცა ფინანსური სტაბილურობა“ – აღნიშნავს ესტონეთის წარმომადგენელი; „ევროკავშირი წარმოადგენს მშვიდობის, ერთობლივი ზრდისა და საერთო უსაფრთხოების პროექტს“ – ამბობს იტალიის ელჩი; „შესაძლებლობა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება, თავისუფლება და ფასეულობები“ – საფრანგეთი; „ქვეყნის ყველა რეგიონში უპრეცედენტო განვითარებაა“ – აცხადებს რუმინეთის ელჩი; „ევროკავშირის წევრობით ჩვენ ვაშენებთ წესებზე დამკვიდრებულ მსოფლიოს“, – ამბობს ლატვიის ელჩი; „ევროკავშირში შესვლა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის“ – ჩეხი დიპლომატი; „ევროკავშირის შიგნით თავისუფლად შეიძლება მოგზაურობა, მუშაობა, სწავლა კავშირის ნებისმიერ ქვეყანაში“ – სლოვაკეთის ელჩი; ჩვენ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ და ვხედავთ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ არჩევანის უპირატესობას“ – ლიეტუვა.
ევროკავშირის დელეგაციის საქმიანობისა და ევროკავშირთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისთვის კი, ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს მოქალაქეებს ევროპის დღის აღსანიშნავად, 11 აპრილს ექსპო ჯორჯიაში ეპატიჟება.