მიხეილ სარჯველაძე – “ლელოზე”: ბარიერის გადალახვის კარგი პერსპექტივა არ აქვთ

მმართველი გუნდის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიუხედავად “ლელოს” ამბიციებისა, პარტიას საარჩევნო ბარიერის გადალახვის კარგი პერსპექტივა არ აქვს.

“ძალიან ამბიციურად აცხადებენ, რომ 6%-ს აიღებენ, მაგრამ თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ არამცთუ ზღვარზე არიან ამ ბარიერის გადალახვის, არამედ ბარიერის გადალახვის კარგი პერსპექტივაც კი არ აქვთ. ამიტომ, ერთადერთი შანსი, რომ “ლელოს” არსებული პოლიტიკოსები პარლამენტში მოხვდნენ და არ დარჩნენ თამაშგარე, ამის ერთადერთი შანსია, რომ ვინმეს გაუერთიანდნენ და ვინმეს სიაში აღმოჩნდნენ შედარებით დაწინაურებულები. ისინი იმასაც კარგად ხვდებიან, რომ ამ ოპოზიციურ ველზე ვინც არიან, მათთან გაერთიანება შეიძლება ძალიან პრობლემური იყოს მათი 2-3%-იანი მხარდაჭერის პირობებში”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები