შვედეთში, გასართობ პარკში ხანძარი გაჩნდა – დაშავებულია 12 ადამიანი (ვიდეო)

შვედეთის ქალაქ გოტენბურგში ქვეყნის უდიდესი გასართობი პარკის აკვაკომპლექსს ცეცხლი გაუჩნდა.

სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავდა 12 ადამიანი.

როგორც უცხოური მედია იუწყება, მიმდებარე სასტუმროდან და შენობებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა, პოლიციაში განაცხადეს, რომ ინციდენტზე ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, როგორც „უბედური შემთხვევა სამუშაო ადგილას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები