დერეკ შოლე: ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე და დავუდასტურე ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი, დერეკ შოლე საქართველოს პრემიერმინისტრთან სატელეფონო საუბრის შესახებ “ტვიტერში” წერს.

როგორც დერეკ შოლე აღნიშნავს, მან ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დაუდასტურა აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

“დღეს პოზიტიური სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

მე მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე და დავუდასტურე ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი”, – აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები