თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღდგა.
„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.