“ერთდროულად ამდენი სამიზნე არ გვინახავს” – უკრაინის საჰაერო ძალებში ის რაკეტები ჩამოთვალეს, რომლითაც ოკუპანტებმა დღეს იერიშის მიიტანეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, იური იგნატმა განაცხადა, რომ რუსეთმა, მასირებული დღევანდელი მასირებული იერიშის დროს “კალიბრის” გარდა, ყველა ტიპის რაკეტა და დრონი გამოიყენა.

მისი ინფორმაციით, გამოყენებული იყო ჰიპერბგერითი „კინჟალები“; სხვა ტიპის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები; S-300 რაკეტები; ასევე, საავიაციო Kh-22 ან Kh-32 და დრონები.

დაახლოებით, 18 სტრატეგიული ბომბდამშენი X-101/X-505 რაკეტებს უშვებდა.

“ჩვენს მონიტორზე ერთდროულად ამდენი სამიზნე არ გვინახავს”,- თქვა იგნატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები