მადრიდის ცენტრში, გადატვირთულ გზაზე ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ El Pais იტყობინება.
დაშავებულთაგან ორი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა, მესამე დაშავებული კი ავტომობილის მძღოლია
უბედური შემთხვევა M-40 გზატკეცილის შუაგულში, Ifema-ს საგამოფენო ცენტრთან ახლოს, სადაც 30 ნოემბრამდე საავიაციო გამოფენა European Rotors იმართებოდა.
მომხდარის გამოძიება საკუთარ თავზე Pegaso-ს გუნდმა აიღო, რომელიც მადრიდის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.
მომხდარის მიზეზი უცნობია.