გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი თუ არ სჯერათ დაუჯერონ ამერიკის პრეზიდენტს, რომელმაც თქვა, რომ ეს ფონდები – USAID-ი, NED-ი, სამწუხაროდ, აფინანსებდნენ რადიკალურ პროცესებს სხვადასხვა ქვეყნებში

„ჩვენი თუ არ სჯერათ, დაუჯერონ ამერიკის პრეზიდენტს, რომელმაც თქვა, რომ ეს ფონდები – USAID-ი, NED-ი, სამწუხაროდ, აფინანსებდნენ რადიკალურ პროცესებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. USAID-ის დახურვის შემდეგ შექმნეს რაღაც ფონდები და აქედან უნდათ, რომ კვებონ ეს რადიკალური პროცესები,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, USAID-ი რომ დაიხურა, ახლა აქ შექმნეს რაღაც ფონდები, დაარქვეს იქ „ნანუკას ფონდი“, იმის ფონდი და აქედან უნდათ, რომ კვებონ ეს რადიკალური პროცესები.

„ჩვენი თუ არ სჯერათ დაუჯერონ ამერიკის პრეზიდენტს, რომელმაც თქვა, რომ ეს ფონდები – USAID-ი, NED-ი, სამწუხაროდ, აფინანსებდნენ რადიკალურ პროცესებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის რევოლუციურ სცენარებს საქართველოში. USAID-ი რომ დაიხურა, ახლა აქ შექმნეს რაღაც ფონდები, დაარქვეს იქ „ნანუკას ფონდი“, იმის ფონდი და აქედან უნდათ, რომ კვებონ ეს რადიკალური პროცესები. როდესაც სახელმწიფოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, ამ პროცესებს რომ აფინანსებ, ეს ბუნებრივი მომენტია, რომ, რა თქმა უნდა, გამოძიებას ამ ფონდთან გარკვეული კითხვები ექნება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, დაყადაღებული ფონდები მმართველი გუნდის შეფასებით არეულობას აფინანსებდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, ფონდები ქველმოქმედების საფარქვეშ ძალადობას ახალისებდნენ. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ისევ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები