გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოქტომბერში უკანონო ტყითსარგებლობის 297 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 297 ფაქტი გამოავლინეს; მათ შორის, 243 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება – ტრანსპორტირებას ეხება, 54 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი – 98 ფაქტი გამოვლენილია კახეთში, 46 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში – 37, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 36, იმერეთში – 31, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 17, შიდა ქართლში – 16, მცხეთა-მთიანეთში – 7, ქვემო ქართლში – 5, გურიაში კი, 4.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 321 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 48 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 2 390 ფაქტი აღკვეთეს. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილია 58 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.