აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი საქართველოშია (ფოტოკოლაჟი)

  პენტაგონის ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი დახვდა და საქართველოში წარმატებული ვიზიტი უსურვა. აეროპორტში იმყოფებოდნენ ასევე, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, მისი ქართველი კოლეგა არჩილ გეგეშიძე და აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ხვალ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამერიკელ კოლეგას თავდაცვის სამინისტროში მიიღებს.
დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან.
პენტაგონის უმაღლესი წარმომადგენელი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითებს შეხვდება და სიტყვით მიმართავს.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 8 სექტემბერს დასრულდება.

10375993_834841193215291_7734816240352637033_n

10509740_834839196548824_6096657359562418818_n

10625057_834839146548829_776299351892174422_n

10636012_834839143215496_5603378541448413998_n

10690038_834841189881958_3374526565467442425_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები