ეკა ბესელია: შსს სტატისტიკის გასაჯაროვება ტენდენციებზე დაკვირვების საშუალებას მოგვცემს

   ბოლო პერიოდში მომხდარ მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას მმართველ გუნდში გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განუცხადა, ლოგიკურია და კარგია, რომ შსს ამ სტატისტიკას აქვეყნებს.
„კარგია, რომ ციფრები ქვეყნდება და კარგია, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ხშირად ხდებოდეს ამ ინფორმაციის გავრცელება, იმიტომ რომ ჩვენ ამით უნდა დავაკვირდეთ ტენდენციებს და დავინახოთ სურათი. ამასთან ერთად უნდა გავაკეთოთ კვლევაც მიზეზებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ სრულიად ლოგიკურია ეს მოწოდება და კარგია, რომ აქვეყნებს შსს ამ სტატისტიკას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები