საქართველო შეერთებული შტატებისგან “ოქროს ბარათს” ელოდება

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანის ჩაკ ჰეიგელის საქართველოში ვიზიტზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ცაგარეიშვილმა “კვირას” პრესკლუბში ისაუბრა. ჰეიგელი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ცაგარეიშვილის თქმით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან ე.წ. ოქროს ბარათს ელოდება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი წარმატება იქნება.
“ასეთი მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასევე, დღეს გავრცელდა ამერიკის პრეზიდენტის განცახდება, სადაც საუბარია შეერთებული შტატებისა და ნატოს დახმარებით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე. ბარაკ ობამა ღიად აცხადებს, რომ სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც მიიღებს ე.წ. ყვითელ ბარათს, მისი თავდაცვისუნარიანობა გაიზრდება და ალიანსის უახლოები პარტნიორები ვიქნებით”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა “კვირას” პრესკლუბში და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავდაცვის მოდერნიზებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები