გია ცაგარეიშვილი: ღარიბაშვილის დავალებას თვის ბოლოს სისრულეში მოვიყვანთ

   “ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ სადაც ვცხოვრობთ, იქ არ შეიძლება მოისაქმო და ნაგავი დაყარო, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გია ცაგარეიშვილმა “კვირას” პრეს კლუბში გააკეთა. მან იმ გამკაცრებულ რეგულაციებზეც ისაუბრა, რომელიც პრემიერის დავალებით სექტემბრის ბოლოს მზად იქნება.
“ქალაქში ანტისარიტარია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. რამდენიმე თვეა, ვმუშაობთ საკანონმდებლო პაკეტზე, სადაც ახალი რეგულაციები იქნება თავმოყრილი. სიახლე მხოლოდ კოტროლის გამკაცრება და ჯარიმების გაზრდა არ იქნება. სადაც ვცხოვრობთ, იქ არ შეიძლება მოისაქმო. წელს ბევრ ადგილას გახლდით და ყველგან კასტროფული მდგომარეობაა. ტურისტებიც კი ისე იქცევიან, ისე, როგორც ადგილობრივები”, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა “კვირას” პრესკლუბში.
რაც შეეხება სანქციებს, ცაგარეიშვილის თქმით, ხელისუფლება ამ კუთხით მუშაობს.
“სანქციები საკმაოდ გაიზრდება და ეს კომპლექსური სამუშაო არ იქნება ორიენტირებული მხოლოდ  ჯარიმებზე”, – აცხადებს ცაგარეიშვილი.
მისივე თქმით, ხშირად უნახავს, როცა ადამიანები პარლამენტის შენობასაც ანაგვიანებენ.
“ხშირად მინახავს პარლამენტში როგორ ანაგვიანებენ ადამიანები მიმდებარე ტერიტორიას. როცა პარლამენტში ხდება ასეთი რამ, ვის უნდა მოვთხოვოთ ჩვენ პასუხი პარლამენტს მიღმა?! ჩვენ სექტემბრის ბოლოს ღარიბაშილის მოთხოვნას სისრულეში მოვიყვანთ, სავარაუდოდ მთავრობის მომავალი სხდომისთვის უკვე ბატონ მინისტრს ექნება ჩამოყალიბებუბული პოზიცია ამ საკანონმდებლო ინოვაციასთან დაკავშირებით და შემდეგ ეს ყველაფერი შემოვა საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტში განსახილველად”, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები