“შევათანხმეთ პაკეტი საქართველოსთვის, რომელიც მას ალიანსის წევრობისთვის მომზადებაში დაეხმარება”

  შევათანხმეთ მნიშვნელოვანი ზომების პაკეტი საქართველოსთვის, რომელიც მას ალიანსის წევრობისთვის მომზადებაში დაეხმარება, – აღნიშნული განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გააკეთა.
“ჩვენ შევათანხმეთ მნიშვნელოვანი ზომების პაკეტი საქართველოსთვის, რომელიც მას ალიანსის წევრობისთვის მომზადებაში დაეხმარება”, – განაცხადა რასმუსენმა.
საქართველოს გარდა, აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობენ: იორდანია, შვედეთი, ფინეთი და ავსტრალია.
“საქართველოს მონაწილეობა ახალ ფორმატში იმ პროგრესის აღიარება, რომელიც ნატო-სთან მიმართებაში მან მიაღწია, ასევე ხელს უწყობს ქართულ ჯარს, ალიანსთან თანამშრომლობაში. გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რუსეთისთვის ძალიან სერიოზული სიგნალია. ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად შეესაბამება სიტუაციას – რუსეთმა უნდა იცოდეს ჩვენი ინტერესების დაცვის შესახებ აღმოსავლეთში”, – აღნიშნა რასმუსენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები