ლევან შერაზადიშვილი: სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში

,,სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში. მიმდინარეობს კუნძულების დამუშავება, კალაპოტის ფორმირება”,- ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სტიქიის ზონაში 5 ადამიანის ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს.

„28 მიცვალებული არის ამოყვანილი სამძებრო სამუშაოების შედეგად. ამჟამად, მიმდინარეობს 2 გარდაცვლილის დნმ-კვლევები. 5 ადამიანის ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს. არ არის დარჩენილი კვადრატული მეტრი, რომ არ იყოს გადამუშავებული. მოქალაქეთა თხოვნით, რამდენიმე ლოკაციაზე მიწის მასა ხელმეორედ გადამუშავდა. ასევე, სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში. მიმდინარეობს კუნძულების დამუშავება, კალაპოტის ფორმირება“, – აცხადებს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.

რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები