საჩხერის მერმა შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო
საჩხერის მერმა ლევან ივანაშვილმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს ,,შინდისის გმირების” მემორიალი,- ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.
“მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად, საჩხერის მუნიციპალიტეტის სახელით, განათავსეს სოფელ არგვეთში, 2019 წელს, მუხრანის პრემია-პოეტური მინიატურების გამარჯვებული ლექსი, რომელიც მიეძღვნა შინდისის გმირებს:
,,გუშინ ბიჭებმა მაგრად იომეს
,,მხედრულის” პირველს მღერის შინდისი
შეატყობინეთ ბაგრატიონებს
შენახულია ერის სინდისი.”
რუსეთ-საქართველოს ომში, 2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის მეორე ბრიგადის 17 ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელ ასეულთან ბრძოლაში. ეს იყო , არის და იქნება სამშობლოს სიყვარულისთვის თავგანწირვის კიდევ ერთი მაგალითი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.