ვლადიმერ ბოჟაძე: ევროინტეგრაციის პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა

,,ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტს, რასაც კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფო უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა, ხოლო ქვეყანა ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს.

„ევროინტეგრაციის პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა, ჩვენ ვალდებულებების შესრულებას ვაგრძელებთ და დემოკრატია საფრთხეში არ არის. ჩვენთვის ნებისმიერი უსამართლო დამოკიდებულება მიუღებელია. კანონმდებლობა, რომელზეც თავის დროზე ევროკავშირი გვსაყვედურობდა, ახლა თავად მიიღო. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ერთადერთ რამეს – სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობას ითხოვდა. ეს პროცედურა ახლა თავად ევროკავშირში არის დაწყებული, ისევე როგორც საყვედურებს ვისმენდით აშშ-სგან და აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა „იუესეიდი“ და „ნედი“ საერთოდ დახურა“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები