სერგი ხიდეშელი: ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ყოველდღიურ კონტაქტში ვიმყოფებით იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებთან, რომლებიც დაიღუპნენ ამ ტრაგედიის გამო

“შეიძლება ითქვას, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ პირველივე დღიდან, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ”, – ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერმა შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ყოველდღიურ კონტაქტში იმყოფება იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებთან, რომლებიც სტიქიის დროს დაიღუპნენ.

„ეს არის უდიდესი ტრაგედია. ძალიან რთულია. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ყოველდღიურ კონტაქტში ვიმყოფებით იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებთან, რომლებიც დაიღუპნენ ამ ტრაგედიის გამო. ურთულესია ეს ჩვენთვის, ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია და მინდა კიდევ ერთხელ თანავუგრძნო ამ მოქალაქეებს.

მინდა ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, სპეკულაციებს თავი დაანებონ. ახლა არის იმის დრო, რომ გაერთიანდეს ყველა და გარდაცვლილების ოჯახებს დაუდგეს გვერდში. ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ხიდეშელმა “ქრონიკასთან” საუბრისას.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან 19 უკვე იდენტიფიცირებული. 12 პირის ძიებისთვის კი მუშაობა 24-საათიან რეჟიმში გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები