10 ლოკაციაზე მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები, მივიღეთ სპეციალური აღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც, მეტალის აღმოჩენის მიზნით, ტერიტორიების დათვალიერება ხდება – თემურ მღებრიშვილი
“დღეს უკვე 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები, თავდაცვის სამინისტროს მიერ მივიღეთ სპეციალური აღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც ხდება ტერიტორიების დათვალიერება მეტალის აღმოჩენის მიზნით, მანქანის ფრაგმენტების და თვითონ მანქანის საძიებო მიმართულებით“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
„მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ფრაგმენტიც. აღნიშნულ ლოკაციაზე დამატებითი მობილიზაცია მიმდინარეობს, რომ ძებნა-შველის არეალი უფრო მეტად გავშალოთ და გავაფართოოთ. დღეს უკვე 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები, თავდაცვის სამინისტროს მიერ მივიღეთ სპეციალური აღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც ხდება ტერიტორიების დათვალიერება მეტალის აღმოჩენის მიზნით, მანქანის ფრაგმენტების და თვითონ მანქანის საძიებო მიმართულებით. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.