მერაბ გამყრელიძე: სტიქიის ზონაში,  7 პრიორიტეტულ ლოკაციაზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები – მუშაობს 80-ზე მეტი ტექნიკა

“სამუშაოები მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. 7 პრიორიტეტულ ლოკაციაზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მუშაობს 80-ზე მეტი ტექნიკა. ახალი ლოკაციის წმენდა დაიწყება დღეს”,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერაბ გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მონაცემები არ შეცვლილა და შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად ნაპოვნია 18 ცხედარი.

“პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დღევანდელი დღე გამოცხადდა გლოვის დღედ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს. ინფორმაცია გუშინდელს შემდეგ, არ შეცვლილა. ამ ეტაპზე გვყავს 18 ცხედარი, რომელიც ნაპოვნია. 16 პირს ვეძებთ. სამუშაოები მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. 7 პრიორიტეტულ ლოკაციაზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მუშაობს 80-ზე მეტი ტექნიკა. ახალი ლოკაციის წმენდა დაიწყება დღეს, ეს არის ე.წ მჟავე წყლების ტერიტორია. გუშინ გზა ბოლომდე იქნა გაყვანილი და ახლა მიმდინარეობს მდინარის გადაგდების სამუშაოები. მოქალაქემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ იყო აკუმულირებული ხალხი სტიქიის წინ. ჯარი, შსს-ს თანამშრომლები და სამაშველო სამსახური კოორდინირებულად არის ჩართული სამუშაოებში და ერთად, უწყვეტად მუშაობენ”, – განაცხადა მერაბ გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები