სამხედრო მოსამსახურეები დღეს, დილიდან აქტიურად ჩაერთვნენ მიმდინარამე სამძებრო სამუშაოებში – თავდაცვის სამინისტრო 

“სამხედრო მოსამსახურეები დღეს დილიდან აქტიურად ჩაერთვნენ მიმდინარამე სამძებრო სამუშაოებში. დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები”, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“სამხედროები ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მუხლუხოებიანი ტექნიკით მდინარის მეორე მხარეს გადავიდნენ, დამეწყრილი ფერდობის პერიმეტრზე გაიშალნენ და სპეციალური ხელსაწყოებით სისტემურად ამოწმებენ ტერიტორიას. გუშინ, პრემიერ-მინისტრის დადგენილების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებების მიღებისთანავე აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი და ეროვნული გვარდიის ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი შოვში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები