შალვა პაპუაშვილი: ყველას მოვუწოდებ, „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულებსაც და დამსაქმებელსაც, რომ გულწრფელი ღია და კომპრომისისკენ მიმართული დიალოგი ჰქონდეთ

შეთანხმება უნდა მოხდეს დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის. რა როლი აქვს ზოგიერთ არასამთავრობოს ამ დროს, ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, რომ გაფიცულ მაღაროელებსა და დამსაქმებლებს შორის არის დიალოგი და რომ მაღაროელების მიმართ სხვადასხვა შეთავაზება გაჩნდა.

„შეთანხმება უნდა მოხდეს დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის. რა როლი აქვს ზოგიერთ ენგეოებს ამ დროს, ვხედავთ. გარდა იმისა, რომ გაამწვავონ ურთიერთობა, ნაცვლად იმისა, რომ მოაგვარონ, ამიტომ ვნახოთ. მე ყველას მოვუწოდებ, ამ ორგანიზაციაში დასაქმებულებსაც და დამსაქმებელსაც, რომ გულწრფელი ღია და კომპრომისისკენ მიმართული დიალოგი ჰქონდეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზი“ საგანგებო განცხადება გაავრცელა. კომპანიაში განმარტავენ, მზად არიან თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები