ლია კრიალაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ჩემი ძმა, რომელიც საქართველოს კეთილდღეობისთვის იბრძოდა, რატომ უნდა იყოს მოღალატის სახელით მოკლული და ესენი, რომლებიც მართლა ახდენდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, დაუსჯელები უნდა დადიოდნენ?!
“დიდი ხანი ველოდი, რომ გამოძიება დაწყებულიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სისხლის სამართლის დანაშაულებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებულმა, მუხროვანის ამბოხის შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ქმედებებს შეისწავლის.
„ჩემი ძმა, კაცი, რომელიც ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული ბოლომდე იბრძოდა საქართველოსა და ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის რატომ უნდა იყოს მოღალატის სახელით მოკლული?! ესენი, რომლებიც მართლა ახდენდნენ სახელმწიფო გადატრიალებას დაუსჯელები უნდა დადიოდნენ?!
როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ იყვნენ იყვნენ ქართველი ხალხის მტრები და არიან ოპოზიციაში და ისევ ქართველი ხალხის მტრები არიან“, – აღნიშნა ლია კრიალაშვილმა.
ცნობისთვის, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში, “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას შექმნის.