ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა

ქუთაისში ავარიას ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ქალი, ადგილზე დაიღუპა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები