„ძლიერი საქართველოს” ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე დაკავებულთა შორისაა მათი კოალიციის წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია
„ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე მათი პარტიის წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია დააკავეს.
„ძლიერი საქართველოს“ წევრები დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
„ბათუმში მიმდინარე აქციაზე სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს 10-მდე მოქალაქე, მათ შორის კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია.
მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებულები!“ – ნათქვამია „ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.