ბაკურიანის კლინიკის მენეჯერი: ზამთრის სეზონზე პაციენტთა მომართვიანობა ძირითადად ტრავმატოლოგიური პაციენტების ხარჯზეა გაზრდილი

ბაკურიანის კლინიკის მენეჯერის, მაკა ვიბლიანის განცხადებით, ზამთრის სეზონზე პაციენტთა მიმართვიანობა ძირითადად ტრავმატოლოგიური პაციენტების ხარჯზეა გაზრდილი.

მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულება სამედიცინო აპარატურით, ასევე მედიკამენტებით სრულად აღჭურვილია.

„ზამთრის სეზონზე პაციენტთა მომართვიანობა ძირითადად ტრავმატოლოგიური პაციენტების ხარჯზეა გაზრდილი. დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 50-60 პაციენტი მოგვმართავს. შოკის დარბაზი სრულად არის აღჭურვილი სამედიცინო აპარატურით, ასევე მედიკამენტებითა და სამედიცინო სახარჯი მასალით“, – განაცხადა „ქრონიკასთან“ ბაკურიანის კლინიკის მენეჯერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები