ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი 65 წლამდე მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.