გორდულაძე: არსებობენ კონკრეტული ძალები, რომლებსაც საქართველოში ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“, ხოლო აშშ-ში ეს არის „დიფ სთეითი“

„არსებობენ კონკრეტული ძალები, რომლებსაც საქართველოში ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“, ხოლო აშშ-ში ეს არის „დიფ სთეითი“. სწორედ ამ „დიფ სთეითის“ გამოისობით არის, რომ დაწესდა კონკრეტული სანქციები, რათა გართულდეს ურთიერთობა ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას, აშშ-სა და საქართველოს შორის“, – ამის შესახებ  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჯო უილსონი იღებს თანხებს, ეს ყველაფერი გაჟღერდა და ცნობილი გახდა სწორედ იმ გამჭვირვალობის კანონიდან, რომელიც აშშ-ში მოქმედებს „ფარას“ სახით, მაგრამ აქ თანხებში არ არის საქმე. ვითარება გაცილებით მძიმეა, ვიდრე ჯო უილსონი და კეზერაშვილის გადახდილი თანხები. რეალობა ის არის, რომ არსებობენ კონკრეტული ძალები, რომლებსაც საქართველოში ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“, ხოლო აშშ-ში ეს არის „დიფ სთეითი“. სწორედ ამ „დიფ სთეითის“ გამოისობით არის, რომ დაწესდა კონკრეტული სანქციები, რათა გართულდეს ურთიერთობა ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას, აშშ-სა და საქართველოს შორის.

ჩვენ ნუ წარმოვიდგენთ, რომ 20 იანვარს, როდესაც ტრამპი შეუდგება თავის უფლებამოსილების განხორციელებას, ყველაფერი მაშინვე დასრულდება. სამწუხაროდ „დიფ სთეითი“ კვლავ აგრძელებს თავის საქმიანობას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი შეასრულებს თავის დანაპირებს და შეეცდება დაამარცხოს ის ძალა, რომელსაც „დიფ სთეითი“ ჰქვია და რომელმაც ყველაფერი გააფუჭა არა მხოლოდ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში, არამედ მთელს მსოფლიოში, სადაც კი რაიმე ცხელი წერტილია, მათი საკითხები ყოველთვის ამ ორგანიზაციებამდე მიდის“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის ჯო უილსონი და ლორა თორნტონი საქართველოს ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აკრიტიკებენ, იმ ფონზე, როცა ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად აქტიურად მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები