ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში” გოლიათი ბიჭი დაიბადა – ვაჩე კვერღელიძე 5,600 კილოგრამია
8 იანვარს, ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში” გოლიათი ბიჭი დაიბადა – ვაჩე კვერღელიძე 5,600 კილოგრამია. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, კლინიკა “მედალფაში’’ მყოფი “გოლიათი” ბავშვი და მასთან ერთად სხვა ახალშობილები მოინახულა. ავთანდილ თალაკვაძემ მათ მშობლებს ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
„ვაჩესთან ერთად, სამედიცინო ცენტრში მყოფი ახალშობილები – დემეტრე სიჭინავა და ირინე დარჩია მოვინახულეთ. მათ მშობლებს დამდეგი კალანდა მივულოცეთ და საახალწლო საჩუქრები გადავეცით. ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ პატარებს!”, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.