გივი მიქანაძე ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: ის შიდა დაპირისპირება, რომელიც ამ განცხადებამ გამოიწვია, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არათუ პარტიებს შორის, არამედ თვითონ პარტიაშიც არ აქვთ კოორდინაცია

“ქართული ოცნების” წევრი გივი მიქანაძე
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.

“მმართველმა პარტიამ მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნებულიყო. ასევე, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ომი არ დაგვეშვა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა არ მომხდარიყო. ეს არის მისი მხრიდან ამ ყველაფრის აღიარება, ისევე, როგორც ის შიდა დაპირისპირება, რომელიც ამ განცხადებამ გამოიწვია, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არათუ პარტიებს შორის არის კოორდინაცია, არამედ თვითონ პარტიაში, ერთმანეთს შორის არ აქვთ პოზიციების თანხვედრა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს მხოლოდ პირადი ამბიციები და მიზნები აწუხებთ. სწორედ ამიტომ არის, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ ცალსახად უნდობლობას უცხადებს”, – აცხადებს გივი მიქანაძე.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციამ ვერ შეძლო, შეემუშავებინა მოკლე გზავნილი, რომელიც მოსახლეობაში შესაძლო ომის საფრთხის შიშს გაანეიტრალებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები