Hotel Chatini Mestia : ასეთი დატვირთული ზამთარი არ გვახსოვს

2025 წლის დასაწყისში როგორცაა ჩვენი სასტუმრო დატვირთული, ასეთი ზამთარი მე არ მახსოვს, – ამის შესახებ Hotel Chatini Mestia – სასტუმრო ჩათინი მესტია-ს დამფუძნებელი თათია ჯაფარიძე აცხადებს.

მისი განმარტებით, Hotel Chatini Mestia-მ სეზონი ოფიციალურად 24 დეკემბრიდან გახსნა და „ამ დღის შემდეგ სრულიად სავსე ვართ“.

„სეზონის გახსნიდან დღემდე 100%-ით ვართ დატვირთულები, აგვისტოს თვეშიც კი არ მქონია ასეთი დატვირთვა. ჯავშნები მაქვს როგორც იანვრის სრულ თვეზე, ისე თებერვალზე. ჯგუფური ჯავშნები წინასწარ მქონდა, მაგრამ არა 100%-ით. თუმცა დანარჩენი ჯავშნები აქტიურად შემოდის 3-4 დღით ადრე და სასტუმრო ივსება. მაგალითისთვის, რომ გითხრათ დღევანდელი დღის ჩათვლით მე ყველა ნომერი დაჯავშნილი და გაყიდული მქონდა“, – აცხადებს თათია ჯაფარიძე.

Hotel Chatini Mestia-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯავშნების გაუქმებები ჰქონდა, საბოლოო ჯამში სასტუმროს ჯავშნებმა მოლოდინს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ Hotel Chatini Mestia-ს აქტიურად სტუმრობენ, როგორც ქართველი ისე უცხოელი დამსვენებლები.

გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში სტუმრების საშუალო ღამის თევების რაოდენობა 3-5 დღეა, თუმცა ზამთარში 5-დან 8 დღემდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები