მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამისა და მეზობლის აღმკვეთი ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს
სამეგრელოში მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამისა და მეზობლის აღმკვეთი ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს. მანამდე კი მათ ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინათ.
ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, 47 წლის კაცი შვილს, გაუპატიურების ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, ბავშვი კი მომხდარს წლების განმავლობაში მალავდა. 14 წლის მოზარდის გაუპატიურებისთვის დაკავებულია 28 წლის მეზობელიც.