თორნიკე ჭეიშვილი: ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მხრიდან გაკეთებული მორიგი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქმე გვაქვს გარკვეულ კოორდინირებულ პროცესთან, რომლის მიღმაც იკითხება „გლობალური ომის პარტიის“ ხელწერა
,,ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მხრიდან გაკეთებული მორიგი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქმე გვაქვს გარკვეულ კოორდინირებულ პროცესთან, რომლის მიღმაც იკითხება „გლობალური ომის პარტიის“ ხელწერა”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
„თუკი ჩვენ წინა დღეებში მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვეიცარიული ბანკი Julius Baer-ი თავს არიდებდა კონკრეტული ვალდებულებების შესრულებას, რომელიც უკავშირდება მისი კლიენტის შესაბამის ნებას შესაბამისი აქტივების განკარგვასთან დაკავშირებით, დღეს უკვე საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება ის, რომ აღნიშნული ბანკი თავს არიდებს გამოძიებასთან თანამშრომლობას“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.