“როგორც ტრამპი, ასევე ჩვენც პატივს ვცემთ ოჯახურ ღირებულებებს და ამ ღირებულებების საფუძველზე საზოგადოების განვითარებას” – მახაშვილი

“როგორც ტრამპი, ასევე ჩვენც პატივს ვცემთ ოჯახურ ღირებულებებს და ამ ღირებულებების საფუძველზე საზოგადოების განვითარებას, პატივს ვცემთ ეროვნულ ინტერესებს და მხოლოდ ეროვნული ინტერესებით მოქმედებას და არა არაფორმალური გავლენებით მოქმედებას”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმას, რომ ტრამპის და „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი გზავნილი ემთხვევა, მარტივი ახსნა აქვს.

„იმას, რომ პრეზიდენტ ტრამპის და „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი გზავნილი ემთხვევა, ამას აქვს მარტივი ახსნა – ეს არის საღი აზრი და ხელისუფლებებში ეროვნული მთავრობები. ყველა მთავრობისთვის, რომელიც ზრუნავს საკუთარ მოსახლეობაზე, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობდეს. როგორც ტრამპი, ასევე ჩვენც პატივს ვცემთ ოჯახურ ღირებულებებს და ამ ღირებულებების საფუძველზე საზოგადოების განვითარებას, პატივს ვცემთ ეროვნულ ინტერესებს და მხოლოდ ეროვნული ინტერესებით მოქმედებას და არა არაფორმალური გავლენებით მოქმედებას. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რომ ორივე ხელისუფლებისთვის მთავარია საკუთარი ხალხი და ქვეყანა“, – აცხადებს მახაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები