“ვაგნერი” ბახმუტიდან გადის (ვიდეო+18)

რუსეთის კერძო სამხედრო კამპანიის – “ვაგნერის” დამაარსებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ 10 მაისიდან მებრძოლებს ბახმუტიდან გაიყვანს.

შესაბამისი განცხადებით მან რუსეთის გენერალური შტაბის უფროსს, თავდაცვის მინისტრს, უზენაეს სარდალს და რუსეთის მოსახლოებას მიმართა.

მისი განმარტებით, “ვაგნერის” ქვედანაყოფების გაყვანა ხდება საბრძოლო მასალების არარსებობის გამო, რის შედეგად მებრძოლები “უაზრო სიკვდილისთვის არიან განწირულნი”.

4 მაისს პრიგოჟინმა გვამების ფონზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც გინებით რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს მიმართავდა.

მისი თქმით, ვიდეოში 4 მაისს “ვაგნერის” დაღუპული წევრები არიან.

 

”ვინც*** საბრძოლო მასალებს არ გვაძლევს, ბოზები, ჯოჯოხეთში შეჭამენ თქვენს ნაწილებს. საბრძოლო მასალების 70%-იანი დეფიციტი გვაქვს. შოიგუ, გერასიმოვი, სად არის ეს დედა მ** საბრძოლო მასალები? შეხედეთ ამათ, ბოზებო!”, – ყვორდა ვიდეოში პრიგოჟინი.

​აღსანიშნავია, რომ “ვაგნერსა” და თავდაცვის სამინისტროს შორის კონფლიქტი თვეებია, გრძელდება, თუმცა, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ხდება, ღია დაპირისპირებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები