რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ უმანში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს – დაღუპულია 4 და დაშავებულია 17 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

ჩერკასის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იგორ ტაბურეცის ინფორმაციით, ოკუპანტების თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 17 პირი.

რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები