რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ქალაქი მიკოლაევი დაბომბეს, რომლის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანია დაღუპული და 23 დაშავებული.
ამის შესახებ უკრაინის არმიის ოპერატიული სარდლობის “სამხრეთის” სპიკერმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.
მისი თქმით, იერიში შავი ზღვის აკვატორიიდან “კალიბრის” ტიპის 4 რაკეტით განხორციელდა.
მიკოლაევის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ერთი რაკეტა მაღალსართულიან შენობას მოხვდა, მეორემ დაანგრია და დააზიანა კერძო სახლები. სად მოხვდა დანარჩენი ორი რაკეტა – ჯერ დაზუსტებული არ არის.