7 მარტის აქციაზე დაკავებული, “ნაცმოძრაობის” წევრი – გიორგი მუმლაძე სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა
7 მარტის საპროტესტო აქციაზე დაკავებული, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი – გიორგი მუმლაძე სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. გიორგი მუმლაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არცერთი ობიექტური მტკიცებულება არ იყო იმისთვის, რომ მე სამართალდარღვევას მომდავებოდა სასამართლო. ჩვენ ათობით თანამებრძოლს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაუწერა ჯარიმები და ეს არის კატასტროფა,” – აცხადებს გიორგი მუმლაძე.