რუსეთში სვერდლოვსკის ოლქის სოფელი სოსვა, ხანძრის შედეგად, თითქმის მთლიანად განადგურდა.
რუსული მედია წერს, რომ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ხანძარმა 92 სახლი გაანადგურა, დამწვარია ასევე სკოლა და ცენტრალური ქუჩები.
სოსვინსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გენადი მაკაროვმა განაცხადა, რომ “სოფლის მსუყე ნაწილია დამწვარი”.
აღნიშნულია, რომ თავდაპირველად ხანძარი ადგილობრივ სახერხ საამქროში შუადღისას გაჩნდა, შემდგომ კი მეზობელ შენობებზე სწრაფად გავრცელდა.