ქალაქ ჩერნივცში უცნობი პირები თავს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ივანო-ფრანკოვსკის და კოლომიისკის ეპისკოპოსს, ნიკიტას დაესხნენ და ქუჩაში სცემეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკლესიის პრესსამსახური ავრცელებს.
თავდასხმის დროს ეპისკოპოსთან ერთად იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის არასრულწლოვანი ვაჟი, რომლის ძმა და მამა ფრონტის ხაზზე იბრძვიან.
ეპარქიის ცნობით, ეპისკოპოსზე თავდასხმა შემთხვევითი არ ყოფილა, მომხდარის გამოძიება პოლიციამ უკვე დაიწყო.
Telegram-ში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში, თავდასხმაში ეჭვმიტანილი ეპისკოპოსს პედოფილიაში ადანაშაულებს.
ეპისკოპოსი ნიკიტა ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში ცოტა ხნის წინ დაინიშნა, მანამდე ის ჩერნივცში არქიმანდრიტი იყო.
არაერთმა მედიასაშუალება უკრაინის უსაფრთხოების საბჭოში წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ გასული წლის ბოლოს, ჩერნივცის ეპარქიაში ჩხრეკის დროს ნიკიტასთან ერთად საწოლში არასრულწლოვანი ქორისტი აღმოაჩინეს.
უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესია ინფორმაციას უარყოფდა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს საკითხზე კომენტარი მაშინ არ გაუკეთებია.