მუხლების მოხატვა – 1920-იანი წლების მივიწყებული ტრენდი
მაკიაჟი მუხლებზე. უცნაურად ჟღერს, მაგრამ 100 წლის წინ ეს ყველაზე ტრენდული იყო დასავლური სილამაზის ინდუსტრიაში. ყველაფერი ფერუმარილით დაიწყო და საბოლოოდ მუხლების სრულფასოვან მოხატვაში გადაიზარდა.
მოდა ყოველთვის დროის სულისკვეთების ანარეკლი იყო და ნახატები მუხლებზე 1920-იან წლებში გამონაკლისი არ გახდა. გოგონა-ფლეპერები (მეტსახელი 1920-იანი წლების ემანსიპირებული ახალგაზრდა გოგონებისთვის) იმ დროისთვის მოკლე ქვედაბოლოებს და ჩამოწეულ ჩულქებს ატარებდნენ. ფერუმარილი მუხლებზე იყო ყურადღების მიპყრობის ერთ-ერთი ნაწილი.
1920-იანი წლების შუა პერიოდში მუხლებზე ფერუმარილით დახატვის ტენდენცია ხელოვნების ფორმად იქცა, მაშინ ქალებმა თავისი მუხლების მოხატვა დაიწყეს. ზოგი ამას თავად აკეთებდა აკვარელით ან ზეთის საღებავებით, ზოგი კი დახმარებისთვის მხატვარს მიმართავდა. ნახატების ვარიაცია იცვლებოდა ინიციალებიდან ფერად მოტივებამდე, პეიზაჟებამდა და დეტალიზებულ ნახატებამდე.
მაკიაჟის მუზეუმის ცნობით, ერთ-ერთმა დიასახლისმა სახელად კლარის უილსონმა თავისი მუხლები მოიხატა რომ მეუღლე გაებრაზებინა. მან კარგად იცოდა რაოდენ არ უყვარდა ქმარს ძაღლები, რომლებიც მან ამას წინათ შეიძინა და ამიტომ მათი პორტრეტები მუხლებზე დაიხატა. მისმა მეუღლემ კი შურისძიების მიზნით ქალაქის ორი ყველაზე ლამაზი ქალის პორტრეტი დაიხატა.
მოკლედ რომ ვთქვათ, ზემოხსენებული ისტორია და ყველაფერი რაც მუხლების მაკიაჟს ეხება დაკავშირებული იყო ბუნტთან, უთანხმოებასთან და საკუთარი მებრძოლი სული გამოხატვასთან.
მოხატული მუხლის მოდა მხოლოდ ათწლეულს გაგრძელდა და მას შემდეგ დავიწყებას მიეცა, მაგრამ ის რჩება ღირსშესანიშნავ ეტაპად ქალების ემანსიპაციაში, მათი დამოუკიდებლობის გამოცხადების გზად და ასევე ცოტა გართობად.