პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის წინ უკვე 44-ე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ადგილზე არიან მოქალაქეები, ასევე, სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები. მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე, სხვადასხვა შინაარსის ბანერები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა”, “საქართველოს გაუმარჯოს”.

მოქალაქეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია: გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანები და ჩაინიშნოს ხელახალი ვადამდელი არჩევნები.

ცოტა ხნის წინ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს ვერელებისა და ვაკელების მარში შეუერთდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები