სალომე ზურაბიშვილი: მე ვარ პრეზიდენტი და ვიქნები პრეზიდენტი

მე ვარ პრეზიდენტი და ვიქნები პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ორი აზრი არ არის იმაში, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები დაინიშნება.

„არჩევნები ჩაინიშნება თავისთავად, თუ დაიშლება მმართველი პარტია, რაც არის მისი გარდაუვალი მომავალი, თუ თვითონ არ მოვა გონზე და არ დანიშნავს ახლა არჩევნებს. ორი აზრი არ არის, რომ არჩევნები დაინიშნება.

მე ვარ პრეზიდენტი და ვიქნები პრეზიდენტი. როგორი იქნება პარტიების გაშლა ამ არჩევნებში და ამაში ჩემი მონაწილეობა, ეს ხვალინდელი კითხვაა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები