თამთა მეგრელიშვილი: ირაკლი ჩიქოვანმა, გერმანიაში, რამშტაინის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ანუ ჯო უილსონის მიმართვამ, რომ არავინ გამართოს შეხვედრები ივანიშვილის რეჟიმთან, აზრი დაკარგა

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მიერ რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც თამთა მეგრელიშვილი წერს, თავდაცვის მინისტრის ამ ვიზიტით ჯო უილსონის მიმართვამ, რომ არავინ გამართოს შეხვედრები ივანიშვილის რეჟიმთან, აზრი დაკარგა.

„ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ სახელით მიმართვა გაავრცელა, რომლითაც ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები მოუწოდებენ თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში, უარყონ ივანიშვილის უკანონო რეჟიმი და არ გამართონ შეხვედრები უკანონო რეჟიმთან, ვიდრე ის არ დათანხმდება ახალ, სათანადო მონიტორინგით ჩატარებულ არჩევნებს.

ამ გზავნილის აბსურდულობა დაადასტურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობაზე თხოვნის მიღებამ. იგი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა და მან რამშტაინის რიგით 25-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ანუ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ სახელით გაკეთებული მიმართვა, რომ არავინ გამართოს შეხვედრები ივანიშვილის რეჟიმთან, ვიდრე ის არ დათანხმდება ახალ, სათანადო მონიტორინგით ჩატარებულ არჩევნებს, შინაარსს მოკლებულია და მან აზრი დაკარგა.

შეხვედრები იმართება, სახელმწიფოს ხელისუფლება მართავს, თანაც უმრავლესობის მიერ ლეგიტიმაცია მინიჭებული გუნდი და პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის განვითარებასა და ევროპულ მომავალზე. წარმატებები ქართულ სახელმწიფოს – კოლექტიურ ჯო უილსონებს თავისი მრუდე გზა აქვთ“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები