ტრამპი ლოს-ანჯელესში მძვინვარე ხანძრის გამო ბაიდენს ადანაშაულებს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში მძვინვარე ხანძრის გამო, შტატის გუბერნატორი გევინ ნიუსომი და მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა.
„ხანძარი ლოს-ანჯელესში დოლარის ეკვივალენტში, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე საშინელი რამ იყოს. ბევრს ეჭვი ეპარება, ეყოფათ თუ არა სადაზღვევო კომპანიებს ფული ამ კატასტროფის ზარალის ასანაზღაურებლად“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.