ლევან ნიკოლეიშვილი: ცხადია, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ისე, რომ 20 იანვარს ტრამპი შევა ოვალურ კაბინეტში და 21-ში ომი დასრულდება – ეს საკმაოდ ხანგრძლივი და საკმაოდ სერიოზული პროცესია

“ძალიან კარგი მომენტია ის, რომ ერთი მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი არა მარტო სატელეფონო საუბრის, არამედ შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამენ. ეს ნიშნავს, რომ ორი ძირითადი მოთამაშე, ვინც არის ამ ომში, უკვე მზად არის, დაიწყოს მოლაპარაკებები”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

მან ისაუბრა, თუ როგორი იქნება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ტრამპის საგარეო პოლიტიკური კურსი.

„რაც შეეხება ტრამპის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას, აქაც რამდენიმე მიმართულებას გამოვყოფდი. ერთია, რომ რა თქმა უნდა, ყველა ელოდება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას და როგორი იქნება ტრამპის გეგმა ამ შემთხვევაში.

ცხადია, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ისე, რომ 20 იანვარს ტრამპი შევა ოვალურ კაბინეტში და 21-ში ომი დასრულდება. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და საკმაოდ სერიოზული პროცესია. ძალიან კარგი მომენტია ის, რომ ერთი მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი არა მარტო სატელეფონო საუბრის, არამედ შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამენ. ეს ნიშნავს, რომ ორი ძირითადი მოთამაშე, ვინც არის ამ ომში, უკვე მზად არის, დაიწყოს მოლაპარაკებები. პირველი ეტაპი იქნება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ეს არის აუცილებელი. ცეცხლის შეწყვეტა არის ის პირობა, რაც აიცილებს მსხვერპლს, თუნდაც ორივე მხრიდან“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები