შალვა ხაჭაპურიძის შესაძლო თვალთვალსა და მიყურადებაზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც სახლში მოსასმენი აპარატურა და ვიდეოკამერები იპოვა, გამოძიება დაიწყო.

“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის 30 ნოემბერს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ სახლში და კუთვნილ მანქანაში მოსასმენი აპარატურა და სათვალთვალო კამერები იპოვა. მისი თქმით, ასევე, კამერაა დამონტაჟებული მოპირდაპირე კორპუსის ფასადზე, რომელიც მის კაბინეტს უყურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები