„ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა, რომელიც ქურდებმა ქალაქ კუმაში მოიპარეს, პოლიციამ იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა – Corriere dello Sport-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, კვარაცხელიას ავტომობილი Mini Countryman-ი ნეაპოლიდან 24 კილომეტრში, ტრენტოლა დუცენტაში, ქალაქ ავერსას მახლობლად ერთ-ერთ ქუჩაში მიტოვებული იპოვეს.
მანქანა პოლიციამ ქურდობიდან 24 საათზე ნაკლებ დროში აღმოაჩინა.
ცნობისთვის, ნეაპოლთან ახლოს, ქალაქ კუმაში „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს. მძარცველებმა ავტომობილი Mini Countryman-ი მოიპარეს.