არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლების მხრიდან თავდასხმა აშშ-ის ხელისუფლებაზე, მის რომელიმე წარმომადგენელზე არ ყოფილა და ეს მომავალშიც გამორიცხულია
„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აშშ-ის ხელისუფლებაზე, მის რომელიმე წარმომადგენელზე საქართველოს ხელისუფლების რომელიმე ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან არასდროს ყოფილა არანაირი თავდასხმა და ასეთი მომავალშიც გამორიცხულია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა ფასეულია.
“აშშ არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობა გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან ფასეულია. თუ თავდასხმა და შეურაცხყოფა ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ამას არაერთი შეფასება მოჰყვა. ყველას გვახსოვს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, თუ რა შეფასებებს აკეთებდნენ დასავლეთის ელჩების მიმართ ამ წლების განმავლობაში, წარსულშიც და საერთოდ, ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რასაც აკეთებენ, მმართველ პარტიას გადააბრალონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.