11-26 ივნისს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 39-ე კილომეტრზე სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „არილი“, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრზე, გზაგამტარზე (ქანდა) არსებულ სახიდე გადასასვლელზე თბილისი-სენაკის მიმართულებაზე, აწარმოებს სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების შეცვლის სამუშაოებს.
სამუშაოების წარმოების პერიოდში, სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება ჯერ ერთ შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე. აღნიშნული სამუშაოები ჩატარდება 2022 წლის 11 ივნისის დილის 09:00 სთ-დან 26 ივნისის დილის 09:00 სთ-მდე.